„შეაჩერე ტკივილი“ – სპეციალისტების განცხადებით, ტკივილის პოლიტიკისადმი არსებული კანონმდებლობა არქაულია

„შეაჩერე ტკივილი“ – ამ სახელწოდების შეხვედრა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ქვეყნის წამყვანმა ალგოლოგებმა საზოგადოებას ის პრობლემები გააცნეს, რომელიც მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს აქვთ.

„ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არ აძლევს პაციენტს შესაძლებლობას, რომ არ დაიტანჯოს. ტკივილს აყუჩებს ოპიატური საშუალებები, რისი იურიდიული ტერმინია ნარკოტიკები.

არსებული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს არის ძალიან არქაული, წარმოადგენს საბჭოთა კანონმდებლობისა და ტკივილისადმი საბჭოთა პოლიტიკის გადმონაშთს. შესაბამისად ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და გახდეს ტკივილზე ორიენტირებული,“-ამბობს ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი ფატი ძოწენიძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა სამხედრო საჭიროებებს შეესაბამება
შემდეგი სტატია“ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს” – უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა