“შე ნაბიჭვარო” – კობახიძე- მელიას დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაუპირისპირდნენ. კობახიძემ ოპოზიციის ლიდერი პროვოკაციაში დაადანაშაულა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დასრულდა “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. კობახიძე სწორედ ამ შეხვედრიდან გამოვიდა.დიპლომატებს ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ.

დაპირისპირება კი ირაკლი კობახიძის კომენტარს მოჰყვა, როდესაც ის დმანისის ინციდენტზე საუბრობდა და ოპოზიციას ადანაშაულებდა, ნიკა მელია ამ დროს კობახიძესთან მივიდა , რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ“, – მიმართა მელიამ ირაკლი კობახიძეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო გარემოს შეეხო, შარლ მიშელის დოკუმენტი და ჩანაწერების საკითხი არ განხილულა
შემდეგი სტატიამინისტრმა ნანა გაბელიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა