შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება.

გერმანიაში თავდაცის ატაშეს დავით მამულაშვილს უფლებამოსილება 1 ივლისს ეწურება, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა 3 მაისს დატოვა.

მაშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე კი 2016-2018 წლებში იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის სარდალი. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის სამმართველოს. 2012-2015 წლებში მსახურობდა მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სამმართველოს საბრძოლო გამოცდილების გაზიარების განყოფილების უფროსად.

 

წყარო : Front News 

banner
წინა სტატიაშიყველას სტუდენტს მოვუწოდებ დამიდგნენ გვერდში, ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად – მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო