შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი – კალაძე

კონსტიტუციაში გაწერილია, რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს. შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით წაგებულ ომში ხომ არ შევიდა ხელისუფლება.

„რა შუაშია წაგება-მოგება. საუბარია ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის პატივისცემაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემაზეა საუბარი. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავად არღვევდეს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში გაწერილია, რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს. შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი უცხოეთში როდესაც მიემგზავრება, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი. ეს დამოკიდებულებები წარმოუდგენელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის განცხადებები, რაც ძალიან მძიმე იყო. პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს. ასეთი ადამიანი როცა უცხოეთში მიდის, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ამ რთულ გზაზე ქვეყანამ შესაბამისი ბენეფიტები მიიღოს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიათი წლის წინ ვენახების ფართობები 25 000 ჰექტარს შეადგენდა, ბოლო ათ წელიწადში მათი ფართობი გაორმაგდა, ქვეყანაში 50 000 ჰექტარი ვენახის ფართობია გაშენებული – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაკალაძე ჩოხატაურში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს – კალაძე