შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეზღუდვის საკითხს ავტორიზაციის საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეზღუდვის საკითხს ავტორიზაციის საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს.

ეს ვალდებულება მას სააპელაციო საბჭომ დააკისრა. დაიბრუნებს თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტი უფლებას – მიიღოს პირველკურსელები, ეს ისევ ავტორიზაციის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. საბჭომ საკითხი 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

„ახალი გარემოება როგორც ითქვა, არის ის, რომ გადარიცხულია ის სადაო თანხა შემოსავლების სამსახურში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, არავითარი დაბრკოლება არ უნდა ჰქონდეს შავი ზღვის უნივერსიტეტს, რომ მიიღოს სტუდენტები“-აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

banner
წინა სტატიაშიერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება – წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების
შემდეგი სტატიარუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითლად შეღებეს