შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს..მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს-მიხეილ სააკაშვილი

ბებიაჩემი მზია წერეთელი

,,შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება,ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო,სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს..მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს-კერძოდ,თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას,რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების სხვა ქვეყანაში დასჯა….” – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან უერთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ამისთვის ყოფილმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

სააკაშვილის თქმით , საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა.

,,ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას.უამბიციო ქვეყნებს კი,არავინ სცემს პატივს.თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან,ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე.საქართველოს მომავალი ხელისუფლება,რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე,არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას.მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლეს დაწესებულებას,არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს,წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშიგენუაში მორანდის ხიდის ჩამონგრევის ახალი ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშვედური გამანადგურებელი ჩიტს დაეჯახა და კატასტროფა განიცადა