შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი – საგანგებო სამსახური მოსახლოებას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:
“დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები” – აღნიშნულია საგანგებო სამსახურის გაფრთხილებაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -გადაზიდვის 5 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასვანეთში ამინდის გაუარესებას ელოდებიან და სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ