შავი ზღვის სანაპიროებზე სამხედრო ტექნიკის გამოყენების შედეგად მოკლული დელფინები ირიყებიან – მკვლევარები

შავი ზღვის სანაპირო დაშავებულ და დაღუპულ დელფინებს რიყავს, რომლებიც ძლიერ სამხედრო სონარებს ემსხვერპლნენ.

სონარი ტექნიკაა, რომელიც ბგერებს ასხივებს და გამოიყენება წყალქვეშა სამიზნეების აღმოსაჩენად.

ოდესის რეგიონში, ტუზლივსკი ლიმანის პარკის მთავარი მკვლევარი ამბობს, რომ მათ საზღვრებში, სანაპიროზე სულ მცირე 6 დელფინი იპოვეს.

“ომის დაწყებიდან, ოდესის მახლობლად, ასობით მკვდარი დელფინი იპოვეს”, – თქვა მან.

ბულგარული კომპანია “გადავარჩინოთ დელფინების” ხელმძღვანელი, ატანას რუსევა ამბობს, რომ მდინარე როპოტამოს დელტაში, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება, დელფინების გამორიყვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, დელფინებს დამწვრობები აღენიშნებოდათ, სწორედ დაბომბვებისა და ნაღმების აფეთქების შედეგად.

“ექსპერტების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს ისინი, დელფინები მინიმუმ 10 დღის მშივრებიც იყვნენ, ხოლო ვისაც არ ჰქონდა დამწვრობა, მძიმედ იყო დაშავებული”, – თქვა მან.

მისივე თქმით, მკვდარი დელფინები გამოირიყა ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით – გოცირიძე
შემდეგი სტატიაუკრაინა რუსეთში ბავშვების იძულებით დეპორტაციის ფაქტებს შესაძლო გენოციდის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში შეისწავლის