სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია. სტუმარმა ნატოს სამეკავშირეო მისიის და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, ნატო – საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან ნდამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.