შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა, – ამის შესახებ “თაიმერს” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში შესწორება ევროპარლამენტარ ანა გომესის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც 5 ოქტომბერს იმყოფებოდა უნივერსიტეტში და საქმის ვითარებას ადგილზე გაეცნო.

”ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი ახორციელებს საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგანაც ამ უკანასკნელს უკავშირებენ გიულენის მოძრაობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, ყურადღებით ადევნონ თვალყური ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს და სხვა ნებისმიერ ქმედებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სრული შესაბამისობა ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დახმარება გაუწიონ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, თურქეთის მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიჩინელებს ყირგიზეთიდან ათობით ათასი ვირი გაყავთ “ახალგაზრდობის ელექსირისთვის”
შემდეგი სტატიაპოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის 6 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი