შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ აბიტურიენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს!

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაატარებს ოლიმპიადას. ოლიმპიადაში გამარჯვებულები, თუკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოისურვებენ ჩაბარებას, სწავლის გადასახადის 100 % -იან, 75%-იან და 50 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.
ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.
სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულისა და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.
ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტით.
ოლიმფიადა ჩატარდება 2018 წლის 11 მარტს და დაიწყება 11 საათზე. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბუმულზე:

https://abiturienti.ibsu.edu.ge/olympics/

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – „პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად
შემდეგი სტატიაოთარ აბესაძე – მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისა და ამ მდგომარეობისთვის