24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 72 გემის ინსპექტირება.

გამოვლენილია 7 სამართალდარღვევა. მათ შორის 5 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა
შემდეგი სტატიაუნგრეთის ახალი მთავრობა EU-სთვის წარსადგენ თავდაცვის €16-მილიარდიან გეგმას გადახედავს