შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება – მოსახლეობას წითელი ალმებით აფრთხილებენ

შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. სინოპტიკოსების განცხადებით საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

დროგამოშვებით კი, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიხანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს
შემდეგი სტატიაკაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს