შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსება – არასამთავრობოები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსების საქმე – მესამე სექტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს აღმასრულებელი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ საქმე საგამოძიებო უწყების გარდა აუდიტის სამსახურმაც უნდა შეისწავლოს.

„გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სუს-ი, იმიტომ, რომ აქ, სავარაუდოდ, კორუფციასთან გვაქვს საქმე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ქვეყანაში პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე. ეს ყველაფერი არის საგანგაშო და ამ მომენტისთვის მთავრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ გაგვიგია, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქმე ეხება “ომეგა ჯგუფს” და ჩანაწერის მიხედვით, მმართველი პარტიის დასაფინანსებლად ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ირიცხება.

banner
წინა სტატიაშისააფთიაქო ნარკომანია – ერთმა დაკავებულმა ბრალი აღიარა
შემდეგი სტატიამესამე სექტორი სასჯელაღსრულების სამინისტროს მერაბიშვილის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს – არასამთავრობოების განცხადება