შავი პიარი „შპარგალკებით” – ანა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან პრეზიდენტზე განხორციელებულ შეტევაზე საუბრობს

შს სამინისტროსადმი პრეზიდენტის მწვავე კრიტიკას გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აფასებს.

ნაცვლიშვილის თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს შავი პიარკამპანია და მასში სახელისუფლებო წრეების სხვადასხვა განშტოებები არიან ჩართულნი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ე.წ. „შპარგალკების ომსა“ და იმ ერთიან “მესიჯბოქსზე” საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტევაში ჩართული პოლიტიკოსები იყენებენ.

„ჩვენ არაერთი შეტევა ვნახეთ პრეზიდენტზე სხვადასხვა საბაბით, მაგრამ ერთი საერთო სლოგანით, რომელიც ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლების „შპარგალკით“ დაგვირგვინდა (რომელიც მათ ერთ-ერთ ტელევიზიაში დარჩათ) ტერმინით, რომ პრეზიდენტი არის მავნებელი. ეს „შპარგალკა“ აჩვენებს კარგად იმ შავ პიარს, რომელიც მიმდინარეობს.

ჯერ იყო სასახლის თემა, პერიოდულად იღვიძებს შეწყალებების თემა, ასევე სხვა თემები მათი გამაერთიანებლი არის რომ მოხდეს შეტევა პრეზიდენტზე და მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი: სკოლებში და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება – ფრაქციის თავმჯდომარე რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს