შავგულიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობის არ მიიღებაზე სახალხო დამცველის პოზიცია სწორია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოზიცია, რომ უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს, სწორია.

შავგულიძე ფიქრობს, რომ არასამთვარობო სექტორიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ უნდა გაგრძელდეს დანიშვნები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებზე ორი პუნქტია, სადაც პირდაპირაა დაკონკრეტებული, რომ პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან რეფორმის განხორციელებამდე და არა მარტო მომავალი დამიშვნებისგან, მიმდინარე დანიშვნებიც რომ არსებობდეს, მინდინარე დანიშვნებიც უნდა ყოფილიყო შეჩერებული. ამაზე მეტი დოკუმენტში ვერ ჩაიწერება. სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა ამის იგნორირება. ჩვენ გუშინ საკომიტეტო სხდომაზე, სადაც სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილებოდა, პირადად მივმართე კომიტეტის თავმჯდომარეს და ვუთხარი, რომ არ შეიძლება ამ პროცედურის დაწყება, რადგან არღვევს მიშელის დოკუმენტს. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიზიარა. საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გაიზიარა ეს პოზიცია და ჩვენ დავტოვეთ, არ შევედით იმ პროცედურაში, რაც ეწინააღმდეგება დოკუმენტს. სახალხო დამცველი პოზიცია სწორია. ვფიქრობ, არასამთვარობო სექტორიც ამ პოზიციას აირჩევს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშისაია უზენაესის მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
შემდეგი სტატიაერთი კაცის პროტესტი ბათუმში- რას ითხოვს მოქალაქე