შავგულიძე თუ დათანხმდება, ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია შედის კოალიციაში სახელისუფლებო პარტიასთან – რომან გოცირიძე

„შალვა შავგულიძესთან არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პერსონალურად. ის არის კარგი იურისტი, წესიერი ადამიანი, იგი არის ოპოზიციაში. მაგრამ ეს არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და, თუ შალვა შავგულიძე გადაწყვეტს, რომ დასთანხმდეს, ან ხელისუფლება დათანხმდება, ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ოპოზიციური პარტია შედის კოალიციაში სახელისუფლებო პარტიასთან, ამიტომ ცოტა უცნაურია,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, გააკეთა.

ის კურიერის პირდაპირ ეთერში ევროპული საქართველოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა ინიციატივაა, რომ შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის კანდიდატურა იყოს.

რომან გოცირიძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას – ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას უცხადებენ. მისი თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს.

„მოთხოვნა იგივეა, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აქამდე მიიყვანეს ვითარება, ხელი დააფარეს დამნაშავეებს. ეს ყველაფერი კეთდებოდა ხელისუფლების ხელშეწყობით, არ არის საკმარისი მხოლოდ პროკურორის გადაყენება. პროკურორი არის დამნაშავე და მასზეც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივ შეთქმულებაში, უნდა იყოს დასჯილი, თუმცა, პროკურატურა არ არის განცალკევებული ხელისუფლებისგან, ის არის ქართული ოცნების ხელისუფლების ნაწილი. მთავრობა უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია, რომ დღეს პროკურორი მოხსნა და წულუკიანი იყოს თავის ადგილზე, როგორც მისი ირიბი კურატორი, ან მისი დანიშნული იყო, ან სოზარ სუბარი, რომელიც არის ეჭვმიტანილი იმ ადამიანის ქმედებებით, ვისთანაც სამსახურებრივი თუ სხვა სახის კავშირები ჰქონდა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა, ებრძვის ყველაფრით – ჭორებით, ცილისწამებით, მუქარით, დაშინებით, ხალხის მოგზავნით
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს