შავგულიძე: მიუხედავად ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, ხარვეზების მიუხედავად, ის ხელს მაინც მოაწერს და მეათე მოწვევის პარლამენტში შევა. შავგულიძის თქმით, ის ისურვებდა დოკუმენტში გარკვეულ კორექტირებებს.

“მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ კრიზისის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს დაუპირისპირდეს, ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ ჩვენდა უნებლიედ არ უნდა მივცეთ, ხელი არ უნდა შევუწყოთ ზოგადად პოლიტიკური სპექტრისა და დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებას. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ, რადგან თუ ჩვენ დასავლეთთან შევალთ დაპირისპირებაში და ჩვენს დახმარებაზე ჩვენივე ნებით ხელს ავაღებინებთ, თვალისდახამხამებაში აღმოვჩნდებით რუსეთის პატრონაჟის ქვეშ, რისკენაც ისწრაფვის ივანიშვილი და ოცნება და ამაში მას ხელი არ უნდა შევუწყოთ”, – განაცხადა შავგულიძემ ინტერპრესნიუსთან.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში 10 მილიონმა ადამიანმა მიიღო ორივე დოზა ვაქცინა
შემდეგი სტატიამინაშვილი: მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც მელია იქნება თავისუფალი დამატებითი მოთხოვნების გარეშე