შავგულიძე : კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძე, ვერის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

შავგულიძის თქმით, მნუიშვნელოვანია საზოგადეებამ გაიგოს კოალიციური მმართველობის მნიშვნელობა და ის, რომ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში ვეღარავინ მოვიდეს.

„ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებთან შეხვედრებს, დღეს ვერაზე ვიყავით. ვცდილობთ თითოეულ ადამიანთან პირადად მივიდეთ, გავაცნოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ავუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობის მმართველობა, რომ ერთპიროვნულად ვეღარავინ მოვიდეს ხელისუფლებაში. კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი,რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება.“ -აცხადებს შავგულიძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის, ოდიშის და ჭაქვინჯის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში 69%-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს – Survation-ის კვლევა