17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

შავ ზღვაზე მომდევნო ორ დღეს 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

ამასთან, როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი არის ოქროს კაცი, საქართველოში რომ ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაშიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, ღამე უნდა ვერიდოთ, რადგან გამწვავებები ემართებათ – პაპუაშვილი