შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია , ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს

შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია და ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

„კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებსა და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

აკრძალვა 16 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რეგიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს