შავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს

შავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებში საზღვაო ძალების ძირითადი შემადგენლობა და საბრძოლო ხომალდებია ჩართული.

შავ ზღვასთან ერთად წვრთნები ეგეოსის ზღვაშიც იმართება, სადაც ავიამზიდი – “ბარბადოსია” მობილიზებული.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალ საოპერაციო სისტემას გამოცდიან, რომელიც ტერიტორიული წყლების გარე საფრთხეებისგან დაცვას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი – საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას