შავ ზღვაში სოკრატეს და პლატონის დროინდელი სავაჭრო გემი აღმოაჩინეს

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროზე, ბერძნული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს, რომელიც 2400 წლის წინ ჩაიძირა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად შენახული აღმოჩენაა მათ შორის, რაც ზღვის ფსკერზე ოდესმე უპოვიათ. 23 მეტრიანი გადაწოლილი გემი ინგლისელ-ბულგარელი მკვლევარების ერთობლივმა ჯგუფმა იპოვა, ქალაქ ბურგასიდან 80 კმ-ის დაშორებით.

“ეს უბრალოდ, სხვა სამყაროა. როცა აპარატს ქვევით ვუშვებდით და ფსკერზე მდებარე ეს კარგად შენახული გემი ვიპოვეთ, ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, თითქოს სხვა დროში მოვხვდით” – განაცხადა ექსპედიციის წევრმა ჰელენ ფარიმ თქვა – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მიზეზი, თუ რატომ შემოინახა ზღვამ გემი ასეთ კარგ მდგომარეობაში, შავი ზღვის თავისებურებაშია – მის სიღრმეებში ჟანგბადი არ არსებობს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გემი ძალიან გავს იმ საზღვაო ხომალდებს, რომელთაც, ძველი ბერძნები სხვადასხვა თასებზე აღბეჭდავდნენ, ანუ როგორიც იყო გემი “არგო”.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილმა „მწვანე შუქი“ აუნთო უკანონო მოქმედებებს სამართალდამცავ ორგანოებში, როცა თქვა, რომ ვიღაცას დასჯის, ან არ დასჯის”
შემდეგი სტატიანატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს