14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

შავ ზღვაში სამ ტანკერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ ნავთობტანკერზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ  საზღვაო სააგენტო Tribeca ავრცელებს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც გემების ნაწილი ღია ზღვაში საწვავის გადატვირთვის ოპერაციას ახორციელებდა.

სააგენტოს ცნობით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი James II შემთხვევის დროს თურქელის რეგიონიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. რაც შეეხება კიდევ ორ გემს — Altura-სა და Velora-ს, რომლებიც სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავდნენ, მათ თავს იმ მომენტში დაესხნენ, როდესაც ისინი გემიდან გემზე (ship-to-ship) ტვირთის გადაცემას ასრულებდნენ.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღები:

„სანაპირო დაცვის ძალები უკვე მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილზე. არსებული ინფორმაციით, სამივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — აცხადებენ საზღვაო სააგენტოში.

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ აუღია.

banner
წინა სტატიაშისაშიში სათამაშოები და დამტენები — ევროკომისიამ Temu 200 მილიონით დააჯარიმა
შემდეგი სტატიათბილისში ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების 20 000 ბოთლს შეისწავლიან