შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება

შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსი აგრესორები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვებს ბლოკავენ.

„შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 გადამზიდი“, – აცხადებენ გენშტაბში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება
შემდეგი სტატიასერგეი გაიდაი აცხადებს, რომ არტილერიაში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს