შავ ზღვაში ნატოს და რუსეთის სამხედრო წვრთნები პარალელურად მიდის

შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც 1 ივლისიდან ნატოს საბრძოლო წვრთნები “Sea Breeze – 2019” მიმდინარეობს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სწავლებებიც დაიწყო. რუსულ წვრთნებში ჩართულია დაახლოებით ათი გემი, მათ შორის, დიდი სადაზვერვო გემები “აზოვი” და “ცეზარ კუნიკოვი”, პატარა გემები “ორეხოვო-ზუევო” და “მირაჟი”, ასევე, სარაკეტო კატერები “ივანოვეცი”, “ნაბერეჟნიე ჩელნი” და “რ-60” – ფლოტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.
“გემების ეკიპაჟი ერთობლივი ცურვის ელემენტებს და საზღვაო პოლიგონებში სამხედრო მოძრაობებს გაივლიან “. გარდა ამისა, რუსული შავი ზღვის ფლოტი ნატოს მოქმედებებს ადევნებს თვალყურს.

“დოიჩე ველეს” კორესპონდენტი, რომელიც ნატოს წვრთნების ადგილზე იმყოფება, ავრცელებს, რომ რუსული ავიაცია შეუჩერებლივ აკვირდება ნატოს სამხედრო გემებს. მაგალითად, რუსულმა СУ-24-მა, ორი გემსაწინააღმდეგო რაკეტით, ამერიკულ Carney-ს ძალიან ახლოს ჩაუფრინა. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. თუმცა, ამერიკელები თვლიან, რომ რუსეთს არ დაურღვევია წესი, რომელიც საერთაშორისო წყლებს ეხება. 5 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავი დაიჭირა.

ნატოს წვრთნები “Sea Breeze – 2019” 1-12 ივლისი გაგრძელდება. მასში ნატოსა და მისი მოკავშირეების 32 გემი მონაწილეობს. კერძოდ, აშშ-ს, გერმანიის, თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, საქართველოსი და სხვა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ნახევარი მილიონი ზლოტი შეუგროვეს უკრაინელის ოჯახს, რომელიც ტყეში სასიკვდილოდ დააგდეს
შემდეგი სტატიაქვეყნის სამსახურში! – პარლამენტის წინ აქცია განახლდა