შავ ზღვაში ნაპოვნ სამ გარდაცვლილს შორის საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა

საზღვაო სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნ სამ გარდაცვლილს შორის საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა. მაშველებმა სამი ცხედარი გუშინ იპოვეს, ხოლო ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ცხედრების იდენტიფიცირება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

19 აპრილს ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო მერობის კანდიდატს 27 მაისს პარტიის ყრილობაზე დაასახელებს
შემდეგი სტატიასაქართველოში პირველად მასშტაბური სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება