შავ ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ნაღმზე აფეთქდა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მედიის ცნობით, თურქული გემი ბათუმის პორტიდან უკრაინის იზმაილის პორტისკენ მიცურავდა. გემს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.
თურქულმა მხარემ თქვა, რომ აფეთქება გემიდან 15-20 მეტრში მოხდა, როდესაც გემი რუმინული საზღვრის გასწვრივ მიცურავდა.
გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი გაურკვეველია, აფეთქება, როგორც ჩანს, შავი ზღვის ფსკერზე ნაღმმა გამოიწვია.