შავ ზღვაში გემი ჩაიძირა- დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის რაიონში, შტორმის შედეგად ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებს შორის, საქართველოს ერთი მოქალაქეა.

ამის შესახებ რუსული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

დღეს დილით, შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

კატასტროფის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.

რუსული მედიის ცნობით, ბორტზე უკრაინის ცხრა მოქალაქე, რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.

სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

banner
წინა სტატიაშისუს-ის სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს
შემდეგი სტატიაპატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს