14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა

თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა.

“შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს,” – წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, გემი “ლიდერ ბორდო მავი” 26 აგვისტოს რუსულ საპორტო ქალაქ ტუაპსესთან თავდასხმის სამიზნე გახდა. მომდევნო დღეს, გემი “ლიდერ ქოჯათეფე”, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის მიემართებოდა, ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.

ამ ინციდენტების შემდეგ, ანკარაში უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, სადაც თურქეთის წარმომადგენლებმა თავისი რეაქცია გამოხატეს თავდასხმებზე.

banner
წინა სტატიაშიდაურ ბუავას ყოფილი მეუღლე: გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს
შემდეგი სტატია29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი