შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, სოჭის სანაპიროზე, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს.

„სოჭის სანაპიროდან 6 კილომეტრში, ზღვაში ნაპოვნია ერთი ცხედარი და რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტის დოკუმენტები“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ელოდება დეტალურ ინფორმაციას, თუ რამ გამოიწვია Ту-154-ის კატასტროფა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
შემდეგი სტატიაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება