10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს- რას ამბობს არჩილ გუჩმანიძე

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს.

“ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში. საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის უნდა ველოდოთ,“ – ამბობს ბიოლოგიის დოქტორი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს სანაპიროს მოაღწევს ნავთობის ლაქა? – არჩილ გუჩმანიძე “ნეტაზეთთან” ამბობს:

„ჩვენი სანაპიროს აფხაზეთის უბანი დაახლოებით 200 კილომეტრია. ამის შემდგომ არის უშუალოდ ის უბანი, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. თუ აქეთ წამოიღო, პირველ რიგში შეეხება ანაკლიას. მოგეხსენებათ, ანაკლიიდან 2-3 კილომეტრში სამხრეთით გვაქვს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი, დაცული ტერიტორია. რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით ზუთხისებრი თევზებისთვის, რომლის ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, ასევე შეტანილია მსოფლიო წითელ ნუსხაში.

გარდა ანაკლიის უბნისა, მნიშვნელოვანია ოჩამჩირის და გუდაუთის უბნები, როგორც ზუთხისებრი თევზებისთვის, ისე ზოგადად შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის”.

მისი თქმით, ხვალისთვის, 21 აპრილისთვის უფრო ნათელი გახდება, მოაღწევს ნავთობის ლაქა საქართველოს ტერიტორიამდე თუ ვერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვა ნავთობპროდუქტებით ბინძურდება.

banner
წინა სტატიაშიიახტებსა და სამგზავრო გემებს რეგისტრაციის გავლა მოუწევთ – ცვლილებები საზღვაო კოდექსში
შემდეგი სტატიაწელს ხილი და ბოსტნეული, სავარაუდოდ, გაძვირდება – ფერმერები მიზეზებს განმარტავენ