“ამ ტკივილში ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვუჭერთ ხელს.
შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია”, – ამ შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის, ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე ავრცელებს.
ლიკა კუჭუხიძე წერს, რომ მისი დედამთილი რთულ მომენტებში დედასავით უდგას გვერდში.
“თაიმერი” ლიკა კუჭუხიძის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ.
“ბევრი მწერს და მეკითხება როგორ არის ჩემი დედამთილი, როგორ უნდა იყოს დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა…
ერთადერთი შვილი ჰყავდა ისიც სიმწრით გაზრდილი, მისი იმედი, მისი ძალა, მისი ცხოვრების აზრი და ეს ყველაფერი დაკაგრა. მაგრამ ამ ტკივილში ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვუჭერთ ხელს…
ერთმანეთით გადაგვაქვს ის, რაც არცერთმა დედამ და არცერთმა ადამიანმა არ უნდა გადაიტანოს.
“ასმუნია” 4 წლის წინ გავიცანი. პირველივე დანახვაზე ეტყობოდა როგორი გულის ადამიანი იყო, მაგრამ ბაჩოს ამბის შემდეგ მივხვდი თუ რამხელა დიდი გული ჰქონია.
როცა მე საავადმყოფოში ვიწექი, თავის ერთადერთ შვილს ზალაში ტოვებდა დასვენებულს და ჩემთან მოდიოდა რეანიმაციაში…
შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია,
არაფერი მეფიქრა ცუდი, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საზიანო იყო. მაცინებდა მაშინ, როცა თვითონ ყველაზე მეტად სტკიოდა. მამშვიდებდა მაშინ, როცა თავად იყო დასამშვიდებელი.
როცა ბაჩოზე ვეკითხებოდი რას ჭამდა, როგორ ეძინა უჩემოდ, რითი გაჰყავდა დრო ისე მიყვებოდა, იმდენად დამაჯერებლად მიყვებოდა რომ ვერაფერ ცუდს ვერ ვიფიქრებდი მაგ მომენტში. ბაჩოს ამბავის გაგების შემდგომ მივხვდი, იმ წუთებში საკუთარ გულს და გულის ტკივილს მალავდა, რომ მე ცუდად არ გავმხდარიყავი და ჩემი გული არ დამემსხვრია. რამხელა გული უნდა ჰქონდეს დედას, რომ საკუთარი ერთადერთი შვილის ტკივილი გულში ჩაიკეტოს და რძალს დაუდგეს გვერდში…
“ასმუნიაზე” დედამთილივით არასდროს შემიხედავს, თავიდანვე დაქალებივით ვიყავით და დღეს ეს სიტყვა (დედამთილი) საერთოდ აღარ არსებობს. “ასმუნია” ჩემთვის უბრალოდ დედამთილი არ არის ის ჩემი მეორე დედაა…
და ბაჩოს შემდეგ, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი. ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვიტყვი ჩემი დედუნიასნაირი ქალი, სახელად „დედა“, არც არასდროს დაბადებულა და ვერც ვერასდროს იარსებებს…”, – წერს ლიკა კუჭუხიძე.
შეგახსენებთ, ბაჩო ლასარეიშვილი რამდენიმე თვის წინ, აბაშაში მომხდარ უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა. ამავე ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძეც.
ცნობისთვის, წყვილი ახალდაქორწინებული იყო, მათ ქორწილი საბედისწერო შემთხვევამდე 4 თვით ადრე ჰქონდათ.
















