შატილის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

შატილის გზაზე, სოფელ ბისოში, ბარისახოდან 15 კმ-ის მოშორებით, სადაც გუშინ ტრაგედია მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ წუთებში საგამოძიებო სამუშაოებში ექსპერტ-კრიმინალისტები მონაწილეობენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სპეციალური ტექნიკით დაზიანებულ მიკროავტობუსს ამოიყვანენ.

ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე მიკროავტობუსის მგზავრებმა ადგილობრივთან თაფლი შეიძინეს და სწორედ აღნიშნულმა მეფუტკრემ გაიგო რამდენიმე წუთში მიკროავტობუსის გადავარდნის ხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც იქვე გზაზე მდგომ ჯიპის ტიპის ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც არავინ იჯდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

banner
წინა სტატიაშისაწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს
შემდეგი სტატიანინოწმინდაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ, დააკავებულია 11 ადამიანი