შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი, დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

“სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაქცია რუსთავში – ავტოიმპორტიორები ხელისუფლებას მიმართავენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს