შაშკინი: შოკში არიან, არ იციან, ვის რა დააბრალონ

ისეთ შოკში არიან, არ იციან, ვის რა დააბრალონ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დამკვირვებლებს მოუწოდა, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე

დიმიტრი შაშკინმა იმედი გამოთქვა, რომ პირველი ნოემბრიდან ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან წავა.

„არ ვიცი, რამ შეაშინა ან რა მოელანდა ბოროტ კლოუნ კობახიძეს. ამ ადამიანს ფსიქიატრის სერიოზული დახმარება სჭირდება. ჩანს რომ შოკშია. როგორც ჩანს, ბიძინას ფული მოპარეს, ახლა არჩევნებსაც აგებენ. ახლა ისეთ შოკში არიან, არ იციან, ვის რა დააბრალონ. იმედი მაქვს, ბოროტი კლოუნი კობახიძე მაინც სიტყვის კაცად დარჩება და ზეგიდან აღარ შეგვაწუხებს. ხომ დაგვპირდა, რომ პირველი ნოემბრიდან პილიტიკიდან წავალო, ხოდა იმედი მაქვს, წავა“, – განაცხადა შაშკინმა

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა
შემდეგი სტატიაბათუმში “ქართული ოცნება” სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, არჩევნების დღეს, მანქანების გაჩერებას მომსახურეობის შეწყვეტას თხოვს