შარტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ერთი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა თავად გარდაცვლილმა მიიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ძალოვანი უწყების თანამშრომელია. როგორც “თგაიმერს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პოლიციელი არ არის. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.
შემთხვევა შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს თურქი მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ |ვიდეო|
შემდეგი სტატიაქურთისტანის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს