შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი სააკაძის მოედანზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.ადგილზე კრიმინალისტები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ.

მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) რითი ვიცხოვროთ, რითი გადავიხადოთ სესხები?-სტიქია წალენჯიხაში
შემდეგი სტატია168 აბი “სუბოქსინი” – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს