შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისრაელის კლინიკაში მოინახულა

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, ჯაბა სირბილაძემ მოინახულეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღეს. ისინი დაშავებული მცირეწლოვანის მშობლებსაც შეხვდნენ და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვეს.

დათი ქოქრაშვილი თელ-ავივის შიბას სამედიცინო ცენტრში სამი კვირაა მკურნალობს. მშობლების ინფორმაციით, ბავშვი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა, იმართება კონსილიუმები და მცირეწლოვნის გადასარჩენად ქირურგების ჯგუფი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა დასავლეთს – არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას – პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, მკაცრი პასუხი მოჰყვება!
შემდეგი სტატიალომჯარია – ირაკლი კობახიძის განცხადებები „პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური“ იყო