შარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. როგორც timer-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.
თბილისის მერის განცხადებით, შარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

„დაწყებულია შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება. ეს ერთ-ერთი იმ მსხვილი პროექტთაგანია, რომელთა განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით გვაქვს დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. ორივე მხარეს მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდეს. ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც შეიცვლება განათების სისტემა და სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირთან დამაკავშირებელ ჭაბუკიანისა და ბულაჩაურის ქუჩებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ველობილიკი, რომელიც ბულაჩაურის ქუჩით, პეკინის გამზირზე არსებულ ველობილიკს დაუკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში შექმნილი გარკვეული შეზღუდვებისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

„გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მძღოლებს, მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, ბოდიში მოვუხადო. სექტემბრის შუა რიცხვებში ასფალტის საფარი სრულად მოწესრიგდება. შემდეგი ნაბიჯი კი, ტროტუარებისა და განათების ბოძების მოწყობა ”

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატიაარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კულმინაცია-იზორია ზურაბიშვილის განცხადებებზე