,,შარშან მეტი სირთულე იყო, რაც პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა – არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 16:36

,,შარშან მეტი სირთულე იყო, რაც პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა – არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს”

მნიშვნელოვანი

  • ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე - გარიცხვაზე საუბარი.

სხვა სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.

„ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 16:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,932
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics