15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

შარმანაშვილი გეკა გელაძეზე: კატასტროფული ვითარება იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მასშტაბური ბრძოლა გამოუცხადა, აი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

“ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, დახვეწოს მმართველობის ფორმები. ეს სწორიც არის. რაც შეეხება ახლა პიროვნულ თვისებებს ბატონი მამუკასი, ყველასთვის ცნობილია, ის ძალიან სერიოზული ორგანიზატორია… ბატონმა გეკა გელაძემ დაადასტურა, რომ მას შეუძლია დიდი ამოცანების გადაწყვეტა – ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა კატასტროფული ვითარება იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებით საქართველოში და რა მასშტაბური ბრძოლა გამოუცხადა, აი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, რომ იმავე შემართებით და კიდევ უფრო დიდი დაგროვილი გამოცდილებით გააგრძელებს ამას ყველაფერს უსაფრთხოების სამსახურში… მომავალმა მინისტრმა ძალიან კარგად იცის, უკვე სადამდეა თამასა აწეული და ამას ქვემოთ ვერ დაწევს, ერთადერთი ამოცანა ექნება, რომ ეს თამასა კიდევ უფრო გაზარდოს”,_  ამბობს ოცნების წევრი შარმანაშვილი ოცნების პროპაგანდისტულ და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ TV იმედთან საუბრისას.

21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გარდა ამისა ის ვიცე-პრემიერიც იქნება. სუს-ის უფროსის პოსტზე გეკა გელაძე დაინიშნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობას. კობახიძის გადაწყვეტილებითვე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნება

banner
წინა სტატიაშისუს-მა ჯაშუშობისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, დანაშაულში ასევე მხილებულია ორი პირი
შემდეგი სტატიაფაშინიანი: სომეხთა სამოციქულო ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს