შარმანაშვილი: “300 კაცი არ არის უფლებამოსილი თავისი დღის წესრიგით ატრიალოს მთელი ქვეყანა”

“ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი “ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება და ამბობს, რომ “სამასი კაცი არ არის უფლებამოსილი თავისი დღის წესრიგით ატრიალოს მთელი ქვეყანა”.

მისი თქმით, თუ აქციის მონაწილეები კონკრეტულად იმ დღეს იქნებიან იმ რაოდენობის, რომ გზა გადაკეტონ, პოლიცია ამას ხელს შეუწყობს.

ქვეყანაში არსებობს რეალურად პროტესტი 300 კაცისა, რომლებიც თავს ახვევენ თავის მოქმედებებს მთელ საქართველოს, აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს.

სამასი კაცი არ არის უფლებამოსილი თავისი დღის წესრიგით ატრიალოს მთელი ქვეყანა და შელახოს სხვათა უფლებები თავის ჭკუაზე. თუ ისინი მოიპოვებენ იმ მხარდაჭერას და იმ დღეს კონკრეტულად შეიკრიბება ის რაოდენობა, სადაც აუცილებელი იქნება ამ გზების გადაკეტვა პოლიცია ამას ხელს შეუწყობს პირიქით,” – თქვა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო: ამოღებულია 750 000 ლარზე მეტის უაქციზო Marlboro, PARLIAMENT-ი, SOBRANIE და Winston-ი – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა