“შარლი ებდო მონაგონი იქნება” – presa.ge-ს ემუქრებიან

presa.ge-ს რედაქციამ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. მათ “შარლი ებდოს” ანლოგიური თავდასხმით ემუქრებიან. მუქარის წერილი რედაქციის მეილზე მივიდა.

საინფორმაციო პორტალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს შსს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. მომხდართან დაკავშირებით presa.ge დღესვე აპირებს ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის საელჩოსაც.

presa.ge-ს ხელმძღვანელი მუქარას მათ საქმიანობას – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ და ქონების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით დაწერილ სტატიებს უკავშირებს.

“ჩვენ მივიღეთ მუქარის შემცველი წერილი, ამას ვერაფერს ვერ ვუკავშირებთ გარდა presa.ge-ს აქტიურობისა -აცხადებს გიორგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიასრულდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში “ჩასმის” პროცესი, პავლე გახდა სავლე
შემდეგი სტატია“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აუცილებლად გაფართოვდება” – პრემიერი