„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შესაძლოა, დაიშალოს

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომელმაც პარლამენტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრია. აღნიშნული ფრაქცია ამ დროისთვის შვიდი წევრისგან შედგება, რაც რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის საჭირო კვორუმია.

ფრაქციის შესანარჩუნებლად მეშვიდე დეპუტატის ფრაქციაში შესვლა იქნება საჭირო.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ შედიან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. საპარლამენტო ფრაქცია მათ 3 ივნისს შექმნეს.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი ჯაფარიძეზე: ფიზიკურად პარლამენტში არ მინახავს
შემდეგი სტატიახოშტარია: ვერ მოგართმევთ! დღეს იყო მარცხის აღიარება