“შარლ მიშელის მდგომარეობა საკმაოდ უხერხულად მეჩვენება”

შარლ მიშელის მდგომარეობა საკმაოდ უხერხულად მეჩვენება, ისიც უხერხულ მდგომარეობაშია. გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ის მაინც უნდა ვიცოდეთ, შეთანხმებული იყო თუ არა მასთან, როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებას ცალმხრივად არღვევდა და ამბობდა, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება. ფაქტობრივად, ეს სილის გაწვნაც არის მედიატორებისთვის და სრული იგნორირებაა ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციონერების. ამ შეთანხმებას ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეერთება, ეს საუკეთესო ვერსია იქნებოდა. ახლა, როცა „ქართული ოცნება“ – მთავარი მხარე გასულია შეთანხმებიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელმოწერას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი, მაგრამ ესეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე: საერთო ამოცანა უცვლელია, ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”
შემდეგი სტატიაბოკერია: თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება და ჩვენი საზოგადოებისათვის და უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება