შარლ მიშელი უკრაინასა და საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტში საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია შარლ მიშელის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა დააანონსა ვიზიტი უკრაინაში.

ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შარლ მიშელი მარტში უკრაინასა და საქართველოში ჩავა, რათა ორი ქვეყნისადმი ევროკავშირი მხარდაჭერა დაადასტუროს.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: როცა საკანონმდებლო ორგანოში ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ნება არ იქნება ასახული, ის ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ორგანოდ
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა