შარლ მიშელი – შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეშფოთებას გამოთქვამს მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროსტასევიჩი დააკავეს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი ყველა მგზავრი. აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება“, – წერს შარლ მიშელი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა