შარლ მიშელი – საქართველოში ჩემმა ვიზიტმა თვალი ამიხილა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ვიზიტმა სულ მცირე, თვალი აუხილა. მან საქართველოს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია.

მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – დაწერა შარლ მიშელმა.

მიშელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი და პირადად ის შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. მისივე განცხადებით, თითიეული აქტორისგა იგრძნო სურვილი დაიწყონ დიალოგი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – გირაოს გირაო არ არსებობს – მოვიგონეთ, რომ ოპოზიცია ჩიხში არ შევიდეს
შემდეგი სტატიაერთობლივი კონფერენციის მოსამზადებლად გამართული შეხვედრა