შარლ მიშელი – პრემიერ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესახებ წერს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 1 010 096​ აცრაა ჩატარებული